საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა გვერდმა „სოფასქორმა“ შეადგინა.
საბა ლობჟანიძემ ბოლო ტურში „ანკარაგუჯუს“ შემადგენლობაში გაიბრწყინა. „ანკარაგუჯუმ“ „კონიასპორი“დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა, 26 წლის ქართველმა შემტევმა კი მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, 48-ე წუთზე მეორე გოლის დროს შეტევის განვითარებაში მონაწილეობდა, 78-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა.
ანალიტიკურმა გვერდმა „სოფასქორმა“ ლობჟანიძის თამაში 8,3 ქულით შეაფასა – ტურში უკეთესი შეფასება მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ საბა ლობჟანიძეს გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ფეხბურთელი კი ტურის სიმბოლურ გუნდში პირველად დაასახელეს.