ლობჟანიძე პირლოს განაცხადში არ იყო - „კარაგუმრუკმა“ „გირესუნსპორთან“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT
ლობჟანიძე პირლოს განაცხადში არ იყო - „კარაგუმრუკმა“ „გირესუნსპორთან“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძე არ იყო „კარაგუმრუკის“ განაცხადში, რომელიც „გირესუნსპორს“ ესტუმრა და შეხვედრა 2:2 დაასრულა.

თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურის შეხვედრა „გირესუნსპორმა“ ანდრეა პირლოს გუნდთან საკუთარ მოედანზე კარგად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვა. მე-20 წუთზე მასპინძლები ბაჟიჩმა პენალტით დააწინაურა, 39-ე წუთზე კი საინზმა მეორე გოლიც გაიტანა და მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მაგრამ 45-ე წუთზე მერკანმა სხვაობა შეამცირა და „კარაგუმრუკი“ შესვენებაზე დამარცხებული (2:1) გავიდა, თუმცა თამაშის გადარჩენის იმედი შეინარჩუნა. ეს შანსი მეორე ნახევარში ქართველის გუნდმა გამოიყენა – 57-ე წუთზე ბორინიმ პენალტი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 2:2.

საბოლოოდ, თამაში ასეც დასრულდა, „კარაგუმრუკმა“ 25 ტურის შემდეგ 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.