ლობჟანიძე ისევ საქმეშია - საბამ მერვე საგოლე გადაცემა არველაძეების გუნდთან შეასრულა #1TVSPORT
„ანკარაგუჯუში“ 2020 წლის დასაწყისში დანიური „რანდერსიდან“ გადასული საბა ლობჟანიძე თურქულ ფეხბურთს შეეგუა და ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევმა თავი ბოლო ტურშიც გამოიჩინა.
26 წლის ფლანგის შემტევის, საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“ „ქარაგიუმრუქს“ ესტუმრა, სადაც ვატო არველაძე თამაშობს, ვიცე-პრეზიდენტი კი არჩილ არველაძეა და 0:1 დაამარცხა.
სამწუხაროდ, არველაძე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა, ლობჟანიძემ კი შეუცვლელად ითამაშა და 24-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა (მერვე – მიმდინარე ჩემპიონატში) და ალპერ პატუკმა გაიტანა, რამაც შეხვედრის შედეგი განაპირობა – 0:1.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში „ანკარაგიუჯუს“ ფორმით 27 მატჩში სამი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ მატჩში ქართველის გუნდმა ოთხი გოლი გაიტანა, მათგან სამში კი საბა მონაწილეობდა (2 საგოლე, 1 გოლი). ის სასარგებლო ქმედებებით გუნდში კვლავ გამორჩეულია. მიმდინარე სეზონში „ანკარაგიუჯუს“ გატანილი 30 გოლიდან ლობჟანიძე 11-ში მონაწილეობდა.
გასვლაზე მოგებით „ანკარაგუჯუმ“ 27 ტურის შემდეგ 26 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს კიდევ უფრო დაშორდა. ამჯერად, გუნდი ერთი საფეხურით დაწინაურდა და 26 ქულით მე-18 პოზიციაზეა.