მადრიდის „რეალის” ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, კარიერა სერია A-ში განაგრძოს. ფრანგის გადაბირებით „მილანი“-ა დაინტერესებული.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, „მილანის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო და სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ფეხბურთელის აგენტს მილანელოს ბაზაზე ესაუბრნენ. მანამდე, მილანელთა მწვრთნელი ფეხბურთელს პირადად ესაუბრა და ბენზემამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. იტალიელები მზად არიან, ბენზემას 9 მილიონი გადაუხადონ – ეს ის თანხაა, რომელსაც ფორვარდი „რეალში“ იღებს.
გასულ სეზონში ქარიმ ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა.