ლიზ კარმუში „ბელატორში“ იასპარეზებს
ლიზ კარმუში „ბელატორში“ იასპარეზებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის აწ უკვე ყოფილი მებრძოლი ლიზ კარმუში დიდი ალბათობით „ბელატორში” იასპარეზებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ემ ემ ეი ფაითინგის” (MMAFighting.com) ჟურნალისტი სტივენ მაროკო ავრცელებს. წყაროს ცნობით კარმუშმა თითქმის დაასრულა მოლაპარაკებები „ბელატორის” ლიგასთან.

ბევრისთვის კარმუშის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი გამოდგა. 35 წლის ამერიკელი მებრძოლი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ქალთა ლიგის ერთერთი გამორჩეული მებრძოლი იყო.

იმ შემთხვევაში თუ კარმუში „ბელატორთან” მიაღწევს შეთანხმებას ის ავტომატურად ტიტულის ერთერთი მთავარი კანდიდატი გახდება, თანაც ორ წონით დივიზიონში (flyweight, bantamweight).