„ლივერპულთან“ მატჩში „კრისტალ პალასი“ მეტოქის საჯარიმოში ბურთს ერთხელაც არ შეხებია
ინგლისის ჩემპიონატის ლიდერმა „ლივერპულმა“ 31-ე ტურში საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასი“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
ეს მატჩი უნიკალური გახდა: იურგენ კლოპის გუნდმა მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ მისცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს საკუთარ საჯარიმოში ბურთთან შეხების საშუალება. ეს პირველი შემთხვევაა პრემიერლიგაში მას შემდეგ, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოება დაიწყეს – 2008-09 წლების სეზონიდან.
„ლივერპული“ 86 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას და ორი ქულა სჭირდება ჩემპიონობის გასანაღდებლად.