„ლივერპულთან“ ჩემპიონობისთვის ბრძოლის თეორიული შანსი მხოლოდ ორ გუნდს დარჩა (ვიდეო)

პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ „ვესტ ჰემი“ 3:2 დაამარცხა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემპიონობას.

მატჩი მერსისაიდელებისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. მათ ანგარიში მეცხრე წუთზე გახსნეს (ვეინალდუმი), თუმცა „ვესტ ჰემმა“ სამ წუთში გაათანაბრა (დიოპი), მეორე ტაიმის დებიუტში კი სულაც წინ გავიდა (ფორნალსი).

ეს ანგარიში 68-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი მოჰამედ სალაჰმა გაათანაბრა, ხოლო 81-ეზე სადიო მანემ „ლივერპულს“ მორიგი გამარჯვება მოუტანა.

ეს მოგება ნიშნავს იმას, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლივერპულთან“ ჩემპიონობისთვის ბრძოლის თეორიული შანსი მხოლოდ ორ გუნდს დარჩა – „მანჩესტერ სიტისა“ და „ლესტერს“. დანარჩენებისთვის იურგენ კლოპის გუნდი უკვე მიუწვდომელია.

გარდა ამისა, „ლივერპულმა“ ამ მოგებით პრემიერ ლიგის ის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2017 წელს „მანჩესტერ სტიმ“ დაამყარა – 18 მოგება ზედიზედ.