„ლივერპულში“ პრობლემები გრძელდება - სალაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა
ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, მოჰამედ სალაჰს COVID-19-ზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა და ტესტი სწორედ იქ გაიკეთა. ასოციაციის ცნობით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ჯო გომესმაც მიიღო ტრავმა, რომელმაც ლონდონში ოპერაცია ჩაიტარა და მიუხედავად იმისა რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონში თამაში მოახერხოს.
„სიტისთან“ წინააღმდეგ დაშავდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომელიც პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის რამოდენიმე შეხვედრას გამოტოვებს.
სათადარიგოთა სკამზე გერმანელ სპეციალისტს სალაჰის შემცვლელად შეტევაში რამოდენიმე ალტერნატივა აქვს, მაგრამ ჯო გომესის არ ყოფნა მის გუნდს, დიდი ალბათობით, სერიოზულად დაეტყობა.