ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი შეიძლება „ლივერპულში“ გადავიდეს.
ინგლისური კლუბი სერიოზულად განიხილავს „რეალ სოსიედადის“ ნახევარმცველის გაფორმების შესაძლებლობას, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. „ლივერპული“ მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს ესპანური გუნდისა და მოთამაშის წარმომადგენლებთან.
სუბიმენდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 60 მილიონი ევრო.
გასულ სეზონში ლა ლიგაში სუბიმენდიმ 31 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.