ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულს“ საკლუბო ატრიბუტიკის პოპულარიზაციაში დაეხმარებიან.
ინგლისური კლუბის თანამშრომლობა მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებთან შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი კონტრაქტს გააფორმებს კომპანია „ნაიკისთან“ (Nike). იტყობინებიან, რომ „ლივერპული“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დათანხმდა ხელშეკრულების დადებას.
ეს კონტრაქტი ნიშნავს იმას, რომ დასრულდა „ლივერპულისა“ და „ნიუ ბალანსის“ (New Balance) თანამშრომლობა, რომელსაც კლუბისთვის წელიწადში 45 მილიონი ფუნტი მოჰქონდა.