ინგლისის „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის განცხადებით, გუნდს ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ნოემბრის სანაკრებო შესვენებამდე ვერ დაეხმარება.
ალისონმა ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში, „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა, მის ნაცვლად კარში ჩეხი ვიჩესლავ იაროში ჩადგა, რომელმაც კარი „მშრალად“ შეინახა.
ალისონ ბეკერს საზარდულის ტრავმა აქამდეც აწუხებდა და მიმდინარე სეზონში გარკვეული დრო გაუცდა. ის ასევე ვერ დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს ოქტომბერსა და ნოემბერში გასამართ მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ აგვისტოში გიორგი მამარდაშვილი შეიძინა, რომელიც გუნდს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.