„ლივერპულის“ “ხელმძღვანელობა განიხილავს „ლაიფციგისა“ და გერმანიის ნაკრების ფორვარდის ტიმო ვერნერის შეძენის შესაძლებლობას, – იტყობინება გაზეთი Independent-ი.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, 22 წლის თავდამსხმელის გადაბირება პირდად სურს „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს.
შეგახსენებთ, რომ „ლაიფციგში“ ვერნერის პარტნიორი, ნახევარმცველი ნაბი კეიტა უკვე მოელაპარკა მერსისაიდულ კლუბს და მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებს.
ამ სეზონში ვერნერმა 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე შეასრულა.