„ლივერპულის“ შოტლანდიელმა მარჯვენა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა სანაკრებო შესვენებისას ფეხზე ტრავმა მიიღო და საოპერაციოა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რობერტსონს ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2023 წელს „ლივერპულს“ ვეღარ დაეხმარება.
ამჟამად რობერტსონის გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში 17 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურის შეხვედრაში თანაქალაქელ „ევერტონს“ დაუპირისპირდება.
შოტლანდიის ნაკრებმა, რომელიც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან ერთადაა, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა.