ინგლისის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანმა „ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „საუთჰემპტონის“ მცველის ვირჯილ ვან დეიკის შეძენის შესახებ. იურგენ კლოპის გუნდს ეს ტრანსფერი 75 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი „ლივერპულს“ პირველ იანვარს შეუერთდება, როცა ზამთრის სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება. პრეზენტაციაც მაშინ შედგება. ვან დეიკი „ლივერპულში“ მეოთხე ნომრით ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სატრანსფერო ღირებულებით, ვან დეიკი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი ხდება.