„ლივერპულმა“ სამი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ სამი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ლივერპული“ ერთბაშად სამ ფეხბურთელს დააყენებს ტრანსფერზე. ესენი არიან: მცველი ნათანიელ ფილიპსი და ნახევარმცველები ნაბი კეიტა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი.

25 წლის ნატ ფილიპსი „ბოლტონის“ აღზრდილია. ის „ლივერპულში“ 2016 წელს გადავიდა, მაგრამ გუნდში მხოლოდ 25 მატჩი ჩაატარა და ძირითადად იჯარით სხვა კლუბებში თამაშობდა.

27 წლის ნაბი კეიტა „ლივერპულმა“ 2018 წელს 60 მილიონ ევროდ შეიძინა „ლაიპციგიდან“. ამ სეზონში ნახევარმცველს მხოლოდ ხუთი წუთი აქვს ნათამაშები, ამჟამად კი ტრავმის შემდეგ აღდგენას გადის.

29 წლის ოქსლეიდ-ჩემბერლენი „ლივერპულში“ „არსენალიდან“ 2017 წელს 38 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორ მატჩში იყო მოედანზე და ჯამში 15 წუთი ითამაშა.