„ლივერპულმა“ რვა წუთში სამი გოლი გაუშვა და პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო
„ლივერპულმა“ რვა წუთში სამი გოლი გაუშვა და პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო

პრემიერლიგის 24-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ სტუმრად თამაშობდა თავის უშუალო კონკურენტთან „ლესტერთან“. მატჩამდე მათ შორის სხვაობა სამი ქულა იყო,

მატჩში მთავარი მოვლენები ბოლო ნახევარ საათში განვითარდა. 67-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის მე-17 გოლით „ლივერპული“ დაწინაურდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდს რვაწუთიანი კოშმარი ელოდა, რომლის დროსაც ჯეიმს მედისონისგან, ჯეიმი ვარდისგან და ჰარვი ბარნსისგან ზედიზედ სამი გოლი მიიღო და 1:3 დამარცხდა. ეს „ლივერპულის“ ზედიზედ მესამე წაგება იყო, რაც პირველად მოხდა 2014 წლის შემდეგ.

„ლესტერი“ ამ მოგებით მეორე ადგილზე გადავიდა, „ლივერპული“ მეოთხეა „მანჩესტერ სიტისთან“ 10-ქულიანი ჩამორჩენით. თან მანჩესტერელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.