ინგლისის პრემიერლიგაში მე-19 ტური მიმდინარეობს. თავიანთი მატჩები ჩაატარეს ლიდერებმა, რომლის შემდეგაც, პირველი წრე ექვს ქულიანი უპირატესობით მოიგო „ლივერპულმა“.
იურგენ კლოპის გუნდმა დეიან ლოვრენის, მოჰამედ სალაჰის, სერდან შაჩირისა და ფაბინიოს გოლებით 4:0 მოუგო „ნიუკასლს“.
„ლივერპულმა“ 51 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს ექვსი ქულით უსწრებს. მერსისაიდელთა ისტორიაში მესამედ მოხდა, როცა გუნდმა პირველი წრე დაუმარცხებლად გაიარა. 19 ტურში „ლივერპულმა“ 16 მოიგო და სამჯერ ფრედ ითამაშა.