ინგლისის პრემიერლიგაში 35-ე ტური მიმდინარეობს. მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მიახლოების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან „ლივერპულმა“.
იურგენ კლოპის გუნდმა ვერ შეძლო ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ბოლოადგილოსან „ვესტ ბრომვიჩთან“. „ლივერპული“ მე-4 წუთზე დანიელ ინგსმა დააწინაურა, 72-ე წუთზე კი მოჰამედ სალაჰმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. მაგრამ, ბოლო 10 წუთში ჯეიკ ლივერმორმა და ხოსე სალომონ რონდონმა გაათანაბრეს ანგარიში და მატჩი 2:2 დასრულდა.
სალაჰმა მიმდინარე ჩემპიონატში 31-ე გოლი გაიტანა და პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით (იგულისხმება 38-ტურიანი ფორმატი). ასეთი რამ, პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეძლო – ალან შირერმა (“ბლექბერნი”, სეზონი-1995/96), კრიშტიანუ რონალდუმ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, სეზონი-2007/08) და ლუის სუარესმა (“ლივერპული”, სეზონი-2013/14).