„ლივერპულმა“ ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* სადიო მანემ 22-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ შემადგენლობაში. მან გაუსწრო სტივენ ჯერარდს და მხოლოდ მოჰამედ სალაჰს (33) ჩამორჩება.

* იბრაჰიმა კონატე ამ სეზონში „ლივერპულის“ მე-20 ფეხბურთელია, ვინც გოლის გატანა შეძლო.

* კონატემ პირველად გაიტანა „ლივერპულის“ მაისურით.

* „ლივერპული“ 9 იანვრიდან მოყოლებული არ უშვებს გოლს პირველ ტაიმში.

* „ლივერპულს“ ბურთის ფლობის 65 პროცენტი ჰქონდა, დარტყმებში უპირატესობა – 18:9 ზუსტ დარტყებში – 8:3.

* „ლივერპულმა“ ზედიზედ მეხუთი მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 10:1.

 

ბენფიკა-ლივერპული  1:3

გოლები: 0:1 კონატე (17), 0:2 მანე (34), 1:2 ნუნიესი (49) 1:3 ლუის დიასი (88)

ბენფიკა (4-4-2): ვლახოდიმოსი – ჟილბერტო, ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო – რაფა სილვა, ვაიგლი, ტაარაბტი (70. მეიტე), ევერტონი (82 იარემჩუკი) – გონსალო რამოსი (86. ჟოაო მარიო), ნუნიესი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი (89. გომესი), კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი – კეიტა (89. მილნერი), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (61. ჰენდერსონი) – სალაჰი (61. დიოგო ჟოტა), მანე (61. რობერტო ფირმინო), ლუის დიასი.