„იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტური „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა. როგორც ინგლისურმა კლუბმა თავის ვებგვერდზე დაწერა, ბრაზილიელი პრემიერლიგაში იჯარით გადავიდა და ახალ კლუბში 2022-23 წლების ბოლომდე ითამაშებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ბრწყინვალე მაისური მაცვია, რომელსაც სახელგანთქმული ემბლემა ამშვენებს. ეს ოცნებაა.
ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და ჩვენი იდეები და ხედვა კარგად ერგება ერთმანეთს, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი არჩევანია“, – მოჰყავს არტურის სიტყვები „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
„იუვენტუსის“ რიგებში არტურმა 63 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მანამდე მან „ბარსელონაში“ 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი და ექვსი საგოლე პასი დააგროვა.