„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში სარეკორდო სხვაობას მიაღწია
პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონი“ შინ 4:0 გაანადგურა და მისმა უპირატესობამ მეორე ადგილთან 22 ქულა შეადგინა.
ეს არის არის სარეკორდო სხვაობა ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის არა მხოლოდ პრემიერლიგისთვის, რომელიც 1992 წელს დაარსდა, არამედ მთლიანად ინგლისის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონისთვის.
„ლივერპულმა” 42 მატჩამდე გააგრძელა პრემიერლიგაში წაუგებელი სერია, ზედიზედ 16 მატჩი მოიგო, შინ კი 20-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
„საუთჰემპტონთან“ მოგების შემდეგ, „ლივერპულმა“ 73 ქულა დააგროვა 25 მატჩში. ლიდერის უახლოესი მდევარი 25-ე ტურის მატჩს კვირას, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავს.