„ლივერპულმა“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ წააგო (ვიდეო)
„ლივერპულმა“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ წააგო (ვიდეო)

ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა ინდიანას შტატის ქალაქ ნოტრ დამში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ხვდებოდა. ეს იყო მატჩი იურგენ კლოპის ამჟამინდელ და ყოფილ გუნდებს შორის და შეხვედრა, რომელსაც 40 ათასი მაყურებელი დაესწრო, 3:2 მოიგო გერმანულმა კლუბმა.

ლივერპული-დორტმუნდი 2:3

გოლები: 0:1 პაკო ალკასერი (3), 1:1 უილსონი (35), 1:2 დილეინი (53), 1:3 ბრუუნ ლარსენი (58), 2:3 ბრიუსტერი (75-პენ).

ლივერპული: მინოლე, კლაინი (60. ალექსანდერ-არნოლდი), გომესი (60. ლოვრენი), მატიპი (60. ვან დეიკი), კენტი (60. ვუდბერნი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (60. ჰენდერსონი), მილნერი (60. ვიინალდუმი), ფაბინიო (60. ლუისი), ლარუსი (60. რობერტსონი), უილსონი (60. ჯონსი), ორიჯი (60. ბრიუსტერი).

დორტმუნდი: ჰიტცი, პიშჩეკი (46. შულცი), ჰუმელსი (82. პერაი), რაფაელ გერეირო (46. მორეი), ომერ თოფრაქი (46. ბალერდი), სანჩო (46. ტ. აზარი), ბრანდტი (46. ბრუუნ ლარსენი), რეინა (46. ვოლფი), გიოტცე (46. როისი), ვაიგლი (46. ვიტცელი), პაკო ალკასერი (46. დილეინი).