„ლივერპულმა“ დეკემბრის შემდეგ პირველად მოიგო საკუთარ მოედანზე #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ დაამარცხა „ასტონ ვილა“ – 2:1.
პირველი ტაიმი ბირმინგემელებმა ოლი უოტკინსის (43-ე წუთზე) გოლით მოიგეს. „ლივერპულმა“ 57-ე წუთზე გაათანაბრა – მოჰამედ სალაჰმა სეზონში მე-19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიაში დაეწია ლიდერ ჰარი კეინს. გამარჯვენის გოლი კი მასპინძლებმა 91-ე წუთზე გაიტანეს – თავი გამოიჩინა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა.
„ლივერპულმა“ პირველად მოიგო „ენფილდზე“ 2020 წლის დეკემბრის შემდეგ. იურგენ კლოპის გუნდისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე მოგება იყო და ტოპ-ოთხეულში შევიდა 52 ქულით.