„ლივერპულმა“ „ჩელსი“ დაამარცხა და ინგლისის ლიგის თასს მეათედ დაეუფლა #1TVSPORT
ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს „ლივერპული“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ – მატჩი ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში 32-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, მეორე დამატებული ტაიმის 118-ე წუთზე კი თავი ვირჯილ ვან დეიკმა გამოიჩინა და მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა, რომელმაც „ლივერპულს“ ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ლიგის თასი ყველაზე მეტჯერ – ახლა უკვე ათჯერ – სწორედ „ლივერპულს“ აქვს მოგებული, „ჩელსიმ“ კი ამ ტურნირზე ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა.