„ლივერპულის“ ხელმძღვანელებმა „ლევერკუზენის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს.
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩაბი ალონსო იურგენ კლოპის შემცვლელად მოიაზრება და „ლივერპულისთვის“ 42 წლის ესპანელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს და „მერსისაიდელები“ იურგენ კლოპის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.
ჩაბი ალონსომ „ლევერკუზენი“ 2022 წელს ჩაიბარა. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს სწორედ ჩაბი ალონსოს გუნდი ლიდერობს და უახლოეს მდევარს, მიუნხენის ბაიერნს რვა ქულით ასწრებს.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპულიც“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ლიდერია და 60 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.