„ლივერპულმა“ ამხანაგურ მატჩში „შტუტგარტი“ გაანადგურა

08:07, 24.08.2020

ავსტრიაში წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა „ლივერპულმა“ პირველი საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა. ინგლისის ჩემპიონი გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებულ „შტუტგარტს“ შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-15 წუთზე რობერტო ფირმინომ გახსნა, პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე ნაბი კეიტამ მეორე გოლი გაიტანა. ბოლო გოლი შეხვედრაში 68-ე წუთზე რაიან ბრიუსტერმა მიითვალა.

25 აგვისტოს, „ლივერპული“ მორიგ შეხვედრას „ზალცბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი