„ლივერპულმა“ 98-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და მეხუთე ადგილზე გადავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ პრემიერლიგის მეხუთე ტურში დრამატულ მატჩში დაამარცხა „ნიუკასლი“.
„ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები მდევრის როლში აღმოჩდნენ. 38-ე წუთზე პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა ალექსანდერ ისაკმა, რომელიც „ნიუკასლმა“ რამდენიმე დღის წინ „სოსიედადიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა.
„ლივერპულმა“ მხოლოდ 61-ე წუთზე შეძლო გათანაბრება – მოჰამედ სალაჰის პასით თავი გამოიჩინა რობერტო ფირმინომ. 98-ე წუთზე შეხვედრის ბედი ფაბიო კარვალიომ გადაწყვიტა და „ლივერპულს“ 2:1 მოაგებინა.
იურგენ კლოპის გუნდს რვა ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზე გადავიდა.