„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს უჩივლა
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს უჩივლა

„კრისტალ პალასის“ მცველმა მამადუ სახომ სარჩელი შეიტანა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) წინააღმდეგ.

2016 წლის გაზაფხულზე, სახომ დისკვალიფიკაცია მიიღო დადებითი დოპინგ-ტესტისთვის – აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა ცხიმის დასაწვავ ნივთიერებაში. მან გამოტოვა ევროპის ლიგის ფინალი და დაკარგა ადგილი საფრანგეთის ნაკრებში, თუმცა ორ თვეში სააგენტომ ფეხბურთელი გაამართლა.

ამას ისიც ემატება, რომ ნივთიერება, რომელსაც სახო იღებდა, ფაქტობრივად არ შედიოდა აკრძალული პრეპარატების სიაში. დადებითი დოპინგსინჯის გამო, „ლივერპულმა“ თავიდან მოიცილა მცველი და ის „კრისტალ პალასს“ მიჰყიდა.

ახლა, მამადუ სახომ სარჩელი შეიტანა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წინააღმდეგ და ითხოვს 13 მილიონ ფუნტს. ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ მისი შემოსავალი და ბრენდი დაზარალდა „ლივერპულიდან“ ტრანსფერის შემდეგ, – წერს გაზეთი „ივნინგ სტანდარდი“ (Evening Standard).