"ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდი - ალქეს ოქსლეიდ-ჩემბერლენის სეზონი დასრულდა
"ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდი - ალქეს ოქსლეიდ-ჩემბერლენის სეზონი დასრულდა

“ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის სეზონი დასრულებულია. “რომას” წინააღგმდეგ თამაშისას მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ინგლისელი ნახევარმცველი მსოფლიო თასსაც გამოტოვებს.

ჩემბერლენმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მე-18 წუთზე მიიღო, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ იგი რუსეთში ვერ გაემგზავრება.

24 წლის ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე კლუბის სამედიცინო გუნდმა ოთხშაბათს დილით შეაფასა და ისინი ჯერჯერობით ნახევარმცველის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებენ.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი სარეაბილიტაციო პროგრამას დაუყოვნებლივ დაიწყებს და ფეხბურთს მომავალი სეზონის დაწყებისთანავე დაუბრუნდება.