„ლივერპულის“ მეკარის, კაოიმინ კელეჰერის შეძენით ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდება #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსი“ „ლივერპულის“ ირლანდიელი მეკარის, კაოიმინ კელეჰერის შეძენით ინტერესდება, – ინფორმაციას გამოცემა „სანი“ ავრცელებს.
ამჟამად გუნდის პირველი მეკარე ბრაზილიელი ალისონ ბეკერია, ხოლო კელეჰერს სათადარიგო მეკარის სტატუსი აქვს. სავარაუდოა, რომ გიორგი მამარდაშვილის გუნდში მისვლის შემდეგ, ირლანდიელის როლი კიდევ უფრო შემცირდება.
25 წლის ფეხბურთელის სურვილია, ისეთ გუნდში მოხვდეს, სადაც ძირითადი შემადგენლობის წევრი სტაბილურად იქნება. წყაროს ინფორმაციით, მისი შეძენით „ნაპოლიცაა“ დაინტერესებული, თუმცა კელეჰერი ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენას ამჯობინებს.
ამჟამად ლონდონის „ჩელსის“ რიგებში ოთხი მეკარე ირიცხება – რობერტ სანჩესი, მარკუს ბეტინელი, ფილიპ იორგენსენი და კეპა არისაბალაგა. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე მათგანი ზაფხულში გუნდიდან წავა.