„ლივერპულის“ ყოფილი ფორვარდი და მწვრთნელი სერ კენი დალგლიში კორონავირუსით არის ავად. შოტლანდიელი ლეგენდა ოთხშაბათს მოათავსეს კლინიკაში სხვა ავადმყოფობის სამკურნალოდ, მაგრამ გამოკვლევამ დაადგინა, რომ ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს.
69 წლის დალგლიშის ოჯახმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ფეხბურთის ლეგენდა არ იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში.
დალგლიში „ლივერპულის“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის ამ გუნდში 1977-1990 წლებში თამაშობდა და ექვსჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, სამჯერ ჩემპიონთა თასის მფლობელი და ოთხჯერ ინგლისის თასის მფლობელი. ექსფორვარდი შოტლანდიის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების (102) რაოდენობით.
კენი დალგლიში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელიც იყო და ამ ამპლუაში ოთხჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი.