სანაკრებო პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტური ლონდონში – „ტოტენჰემის“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებით გაიხსნა.
იურგენ კლოპის გუნდმა მასპინძლები 2-1 დაამარცხა. მატჩის 39-ე წუთზე მერსისაიდელები ვეინალდუმის გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 1-0 მოიგეს. 54-ე წუთზე „ლივერპულის“ უპირატესობა რობერტო ფირმინომ კიდევ უფრო განამტკიცა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. შეხვედრის ბოლო წუთებში „ტოტენჰემმა“ ერთადერთი გოლი გაქვითა. თავი ერიკ ლამელამ გამოიჩინა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს და სტუმრებს სამი ქულა გაატანეს.
„ლივერპულმა“ დღევანდელი მოგებით სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა და 15 ქულით, უდანაკარგოდ პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია. პოჩეტინოს გუნდმა კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და ჩატარებული ხუთი შეხვედრის შემდეგ 9 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს.