„ლივერპულის“ კარში დუბლის ავტორმა თავის ძაღლს „ენფილდი“ დაარქვა
„ლივერპულის“ კარში დუბლის ავტორმა თავის ძაღლს „ენფილდი“ დაარქვა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი ახალი ძაღლის ფოტო, რომელსაც სახელად  „ენფილდი“ დაარქვა – „ლივერპულის“ საშინაო არენის საპატივცემულოდ.

შეგახსენებთ, რომ „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში ლორენტე გახდა დუბლის ავტორი „ლივერპულის” წინააღმდეგ, რამაც „ატლეტიკოს“ ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალის საგზური მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ დუბლამდე ფეხბურთელს მთლიანად კარიერაში მხოლოდ სამი გოლი ჰქონდა გატანილი.