„ლივერპული“აპირებს „ენფილდი“ 60 ათას მაყურებლამდე გაზარდოს
„ლივერპული“აპირებს „ენფილდი“ 60 ათას მაყურებლამდე გაზარდოს

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ლივერპულმა“ თავისი სტადიონის „ენფილდის“ ტევადობის გაზრდაზე საზოგადოებასთან კონსულტაციები დაიწყო.

კლუბმა უკვე გაავრცელა დაახლოებით ხუთი ათასი ფურცელი. თითოეულზე აღწერილია საკონსულტაციო ღონისძიებები, რომლებიც 29 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.

„საკონსულტაციო ღონისძიებები განკუთვნილია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, საწარმოებისთვის და გულშემატკივრებისთვის, რათა ისინი ფლობდნენ ინფორმაციას და გამოთქვან საკუთარი აზრი უფრო მასშტაბურ „ენფილდზე“.  კლუბის ამგვარი ხედვა უფრო მეტ გულშემატკივარს მისცემს საშუალებას, თვალი ადევნოს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის თამაშს მსოფლიო დონის არენაზე“, – წერია „ლივერპულის“ განცხადებაში.

BBC-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები აპირებენ არენის ტევადობა 54 ათასიდან 60 ათასამდე გაზარდონ.

„ენფილდი“ 1884 წელს არის აშენებული. ბოლოს სტადიონს რეკონსტრუქცია სამი წლის წინ ჩაუტარდა და მაშინ, ტევადობა ცხრა ათასით გაიზარდა.