იტალიელი გარემარბი ფედერიკო კიეზა ერთადერთი ახალი შენაძენი გახდა „ლივერპულისთვის“ 2024 წლის ზაფხულში, მაგრამ მისი ყოფნა „ენფილდზე“ შეიძლება მალე დასრულდეს.
როგორც გამოცემა Calciomercato წერს, კიეზა ინგლისში თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს. პირადად მისთვის და მისი ოჯახისთვის რთული აღმოჩნდა ამ ქვეყანაში ცხოვრება.
ასევე კიეზა უკმაყოფილოა თავისი მიმდინარე ფიზიკური ფორმით და სათამაშო დროის რაოდენობით. ამიტომაც, ფორმის აღსადგენად ის „ლივერპულს“ ზამთარში სხვა კლუბში იჯარით გაშვებას თხოვს.
ასევე იტყობინებიან, რომ ფეხბურთელის ნახევარი სეზონით აყვანისთვის მზად არიან „მილანი“, „რომა“ და „ინტერი“.
მიმდინარე სეზონში კიეზამ პრემიერლიგაში მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.