„ლივერპული“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავს „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ადრიან რაბიოს გაფორმებას, – ამტკიცებს გამოცემა Liverpool Echo.
28 წლის ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ იწურება და, დიდი ალბათობით, მხარეები არ გაახანგრძლივებენ თანამშრომლობას. ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებს „ლივერპული“, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის აყვანას.
მიმდინარე სეზონში რაბიომ „იუვენტუსში“ 37 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.