„ლივერპული“ ზაფხულში ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენს
„ლივერპული“ ზაფხულში ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენს

ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი „ლივერპული“ არ აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას ფეხბურთელების ყიდვას, – წერს BBC.

იტყობინებიან, რომ ინგლისურ კლუბს არ ექნება მოლაპარაკებები ახალი ფეხბურთელების გასაფორმებლად. ეს შეეხება „ლაიპციგის“ ფორვარდ ტიმო ვერნერსა და „ბარსელონას“ შემტევ უსმან დემბელეს, რომელთა მიმართაც „ლივერპული“ ყველაზე აქტიური იყო.

ამ დღეებში პრესაში დაიწერა, რომ ვერნერი „ჩელსიში“ გადავა, რადგან ლონდონურმა კლუბმა უკვე შეათანხმა ტრანსფერი „ლაიპციგთან“.