პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულს“ გაუმჯობესებულ პირობებზე სურს ახალი კონტრაქტის გაფორმება ცენტრალურ მცველ ვირჯილ ვან დეიკთან.
„ფუტბოლ ინსაიდერის“ მონაცემებით, მერსისაიდული კლუბი აპირებს 28 წლის ნიდერლანდელს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ხელფასი კვირაში 125 ათასიდან 150 ათას ფუნტამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ვან დეიკი „ლივერპულში“ „საუთჰემპტონიდან“ 2018 წლის ზამთარში გადავიდა 70 მილიონ ფუნტად და ხუთწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
თებერვლის დასაწყისში პრესაში დაიწერა, რომ უახლოეს ზაფხულში ნიდერლანდელის შეძენა სურს „იუვენტუსს“, რომელიც მზად არის ფეხბურთელში 150 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.