„ლივერპულის“ ინტერესის სფეროში უსმან დემბელე მოექცა და მერსისაიდელები ფეხბურთელის შეძენას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან, – იუწყება Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან, რომ დემბელეს 50 მილიონ ევროდ შეელიონ. აღნიშნავენ იმასაც, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელები ფრანგის თამაშით უკმაყოფილოები არიან და გუნდში მის დატოვებას არ აპირებენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმან დემბელეს მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ იჩენს.