„ლივერპული“ თითქმის მოელაპარაკა „რეალს“ ჩუამენის ტრანსფერზე #1TVSPORT
პორტალი TEAMtalk-ი ამტკიცებს, რომ „ლივერპული“ ახლოს არის მადრიდის „რეალთან“ ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის ტრანსფერის შეთანხმებასთან.
ასევე ცნობილია, რომ მერსისაიდელები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის აგენტთან.
ელოდებიან, რომ ტრანსფერი ზაფხულში შედგება, თუმცა ინგლისური კლუბი ეცდება, ფრანგი უკვე იანვარში გადაიბიროს. თავად ჩუამენი მზად არის გადასვლისთვის და „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც დათანხმდა ფეხბურთელის გაშვებას.
ესპანურ პრესას მიაჩნია, რომ ტრანსფერის თანხა 50 მილიონ ფუნტს გაუტოლდება.