„ლივერპული“ სალაჰის შემცვლელზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
„ლივერპული“ სალაჰის შემცვლელზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT

პრემიერლიგის ლიდერის, „ლივერპულის“ სატრანსფერო სამიზნე გახდა „იუვენტუსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ქენან ილდიზი. 19 წლის თურქ ფეხბურთელს მერსისაიდელები მოჰამედ სალაჰის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ და მზად არიან, 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აღნიშნავენ, რომ ეს თანხა, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს „იუვენტუსს“, მაგრამ „ლივერპულს“ მოუწევს კონკურენცია სხვა ტოპ კლუბებთან. ილდიზზე ერთ-ერთ პრეტენდენტად სახელდება „ბარსელონა“.

მიმდინარე სეზონში ქენან ილდიზმა 40 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.