„ლივერპული“ ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა
„ლივერპული“ ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ სეზონის დასრულების შემდეგ ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა, რომლებსაც კონტრაქტები ამოეწურათ. ესენი არიან ფორვარდი დანიელ სტარიჯი და მცველი ალბერტო მორენო. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სტარიჯი „ლივერპულში“ 2013 წლის იანვარში გადავიდა „ჩელსიდან“. მან „წითლებში“ 160 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 67 გოლი გაიტანა.

მორენო „სევილიადან“ „ლივერპულში“ 2014 წლის აგვისტოში გადავიდა და ინგლისურ გუნდში 141 მატჩი ჩაატარა.