„ლივერპული“ ნაგელსმანს კლოპის შემცვლელად მოიაზრებს #1TVSPORT
„ლივერპული“ ნაგელსმანს კლოპის შემცვლელად მოიაზრებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ახალი თავკაცი, შესაძლოა, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გახდეს, – იუწყება The Telegraph-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაგელსმანის ალტერნატიულ ვარიანტად „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ხაბი ალონსო განიხილება.

გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა 26 იანვარს განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ინგლისურ კლუბს დატოვებს. შესაბამისად, „ლივერპულის“ ხელმძღვანელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ (60) სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მაგრამ უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ (59) მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს.