„ლივერპული“ მზად არის, კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ლივერპული“ კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 60 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ეს ძალიან პატარა თანხაა იმასთან შედარებით, რასაც იტალიელები ითხოვენ. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს და ამატებს, რომ „ნაპოლი“ 29 წლის სენეგალელს, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობას აქვს, 100 მილიონ ევროდ აფასებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა, ნეაპოლელები ფასის დაკლებას არ აპირებენ.
კულიბალის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. სენეგალელის შეძენით ასევე დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.