ცნობილია, რომ „ლივერპულის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე „ბარსელონას“ მცველი ფრენკი დე იონგია. The Sun-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები მზად არიან, რომ კატალონიურ მხარეს დე იონგის სანაცვლოდ 71 მილიონი ევრო გადაუხადონ.
როგორც გამოცემა იუწყება, თავად ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დარჩენა სურს, მაგრამ კატალონიელთა ხელმძღვანელობას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება და დიდი ალბათობით, ამ ხელსაყრელი წინადადებას დათანხმდებიან.
ნიდერლანდელ ლეგიონერს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.