„ლიონის“ ფორვარდი მემფის დეპაი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ლივერპულში“ გადავიდეს, – ამის შესახებ წერს გაზეთი „დეილი მირორი“ (Daily Mirror).
25 წლის ჰოლანდიელის მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
პრესის ინფორმაციით, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „ლივერპულის“ შეტევითი ხაზის გაძლიერებას აპირებს სადიო მანეს სავარაუდო წასვლის მიზეზით.
დეპაი 2015-17 წლებში გამოდიოდა პრემიერლიგაში – „მანჩესტერ იუნაიტედის“ წევრი იყო. ამ კლუბში ჩატარებულ 53 მატჩში მან მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამ სეზონში მემფისმა 37 ოფიციალურ მატჩში რვა გოლი და 14 შედეგიანი პასი დააგროვა.