კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა ფრანგი ფეხბურთელი კონტრაქტს.
ცოტა ხნის წინ მბაპემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ახალ პირობებს დათანხმდება, მაშინ პარიზულ კლუბში დიდი ხნით დარჩება.
ფრანგული Canal+-ის ცნობით, „ლივერპული“ 22 წლის ფეხბურთელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და საქმეში იურგენ კლოპიც ჩაერთო, რომელიც პირადად დაუკავშირდა კილიანს. წყაროს მტკიცებით, „ლივერპული“ მბაპეს დაპირდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი „ენფილდზე“ გადაბარგდება, ის წითლების პროექტის მთავარი ვარსკვლავი გახდება.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ფრანგი ფორვარდი „ლივერპულით“ დაინტერესებული. შეგახსენებთ იმასაც, რომ მისი შეძენა მადრიდის „რეალსაც“ სურს.