„ლივერპული“ „ლილს“ რენატო სანჩესის ტრანსფერზე შეუთანხმდა
„ლივერპული“ „ლილს“ რენატო სანჩესის ტრანსფერზე შეუთანხმდა

ინგლისის ჩემპიონი „ლივერპული“ დაინტერესებას გამოთქვამს „ლილის“ ნახევარმცველის რენატო სანჩესის მიმართ.

გაზეთ „მირორის“ ცნობით, კლუბებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას პორტუგალიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით. გარიგების თანხა 18 მილიონი ფუნტი იქნება.

სანჩესი „ლილში“ 2019 წლის აგვისტოდან თამაშობს. ფრანგულ გუნდში ის „ბაიერნიდან“ გადავიდა. პორტუგალიელის მოქმედი კონტრაქტი „ლილთან“ 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სანჩესმა რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ნახევარმცველს აქვს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება – 2017-18 წლების სეზონში, ის იჯარით „სუონსიში“ გამოდიოდა.