„ლივერპული“ „ლაციოს“ ნახევარმცველს შეიძენს
„ლივერპული“ „ლაციოს“ ნახევარმცველს შეიძენს

რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი ხოაკინ კორეა ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინგლისური კლუბი განიხილავს 25 წლის არგენტინელს, როგორც სარეზერვო მოთამაშეს, რომელსაც შეეძლება გუნდის ძირითადი შემტევების – სადიო მანეს, მოჰამედ სალაჰისა ან რობერტო ფირმინოს შეცვლა.

აღვნიშნავთ, რომ კორეას ხელშეკრულება რომაელებთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

ამ სეზონში ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.