„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა „ლივერპული“ დააინტერესა, – წერს რამდენიმე ინგლისური წყარო.
მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ძალიან მოსწონს 18 წლის ინგლისელის თამაში, რომელსაც გერმანულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.
იტყობინებიან, რომ „დორტმუნდი“ არ გაყიდის ბელინგემს, თუ არ მიიღებს დაახლოებით 120-მილიონიან წინადადებას. „ლივერპული“ მზად არ არის მსგავსი ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ამ სეზონში ინგლისელმა ბუნდესლიგის ცხრა მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.